ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით

ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რა მდგომარეობაშიც არის, ეს არის მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი.

„ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით. მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით. ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობა“ რა მდგომარეობაშიც არის. ეს არის მათი უგუნური, ხშირ შემთხვევაში სწორედ აგენტურული ზეგავლენის ქვეშ გატარებული პოლიტიკის შედეგი, რომ ამ მდგომარეობაში არიან. ყოველ შემთხვევაში, ერთი ფაქტი რაც სახეზე გვაქვს, მათი ლიდერი უკვე ვირტუალური ხდება და მგონი მატერიალურ სხეულზეც ფიქრობს, რომ აღარ არის საჭირო. არ ვიცი, მოკლედ, მძიმე მდგომარეობა აქვთ“, - აღნიშნა მან.