ირაკლი ქადაგიშვილი: აქციას სხვა არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და პროვოკაციაზე წავიდნენ, როცა თავში ტვინის ნაცვლად ფილტვი გაქვს, ყველაფერს ადვილად იჯერებ და მიჰყვები

ქადაგიშვილი

პრობლემა რადიკალურ ოპოზიციასა და მათ პატრონებშია. ოპოზიციის ქმედება საშუალო დონის პოლიტიკური ლოგიკის ჩარჩოებშიც კი არ ჯდება. მათ ნაბიჯებში აბსოლუტური ალოგიკურობაა. უფრო მძიმე სიტყვითაც შეიძლება ამის დახასიათება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება, აქციას გაგრძელება ჰქონოდა, პროვოკაცია იყო.

„ამ აქციას სხვა არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და პროვოკაციაზე წავიდნენ. სახელმწიფო აფრთხილებდა, ისეთ ქმედებაზე ნუ წავიდოდნენ, რადგან კანონი შესაბამის პასუხს გასცემდა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება დაზარალებული მათი პროვოკაციებით. დაკავებულებს კიდევ ახალი პირები მიემატებიან, ვინც პასუხისგებაში მიეცემიან, პარლამენტში 61 მანდატი აიღეს და პოლიტიკური ალღო ჰქონდათ? თავში ფილტვი ჰქონდათ თუ ტვინი? ვერ მიხვდნენ, რომ პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ და დემოკრატიული პროცესის ნაწილი ყოფილიყვნენ? ახლაც თავში ფილტვი ჰქონდათ. როცა თავში ტვინის ნაცვლად ფილტვი გაქვს, ყველაფერს ადვილად იჯერებ და მიჰყვები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.