1795096126
ირაკლი ქადაგიშვილი: ადამიანის ტრაგედია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპეკულაციის საგანი გახდეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს საქმე იმ ე.წ. ოპოზიციასთან, რომელიც თითქოსდა ხარობს იმით, როდესაც რამე ცუდი მოხდება
„ადამიანის ტრაგედია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპეკულაციის საგანი გახდეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს საქმე იმ ე.წ. ოპოზიციასთან, რომელიც თითქოსდა ხარობს იმით, როდესაც რამე ცუდი მოხდება“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, ეს ადამიანობისგან დაცლილი მიდგომაა.
„პირველ რიგში, სასიხარულოა, რომ ბავშვი გადარჩენილია, პირველადი შეფასებით, მისი მდგომარეობა ნორმალურია. ვიმედოვნებთ და ყველა ვლოცულობთ, რომ დანარჩენი ადამიანებიც ცოცხალი და უვნებელი გადარჩნენ. რა თქმა უნდა, ყველა ველით ამ სასიხარულო ინფორმაციას.
რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, სამწუხარო დამოკიდებულებაა. უბედური შემთხვევები ხდება, ამ უბედურ შემთხვევებს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ყველა ამ შემთხვევას სჭირდება შესაბამისი ანალიზი, შესაბამისი დასკვნის გაკეთება და შესაბამისი მიდგომა, რომ ასეთი შემთხვევები მომავალში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის საქმიანი მიდგომა. მითუმეტეს, ადამიანის ტრაგედია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპეკულაციის საგანი გახდეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს საქმე იმ ე.წ. ოპოზიციასთან, რომელიც თითქოსდა ხარობს იმით, როდესაც რამე ცუდი მოხდება. შინაარს კი არ ეძებს საკითხთან დაკავშირებით, არამედ მაშინვე იწყებს სპეკულაციას და მაშინვე იწყებს, რომ ეს ვითარება, ეს უბედური შემთხვევა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ. მიტინგი გვექნება ჩასატარებელი თუ სხვა რაღაც აქცია, ამისათვის, როგორც მუხტის მიმცემი, ისე გამოვიყენოთ. ეს ადამიანობისგან დაცლილი მიდგომაა“, - აღნიშნა მან.
ოპოზიცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, რათა მოქალაქეები 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე მიიყვანოს. შესაბამისი პოსტები ლაშა ფარულავამ და ვანო წერეთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.












