1795096126
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან, ამ წუთებში, მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მანამდე მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან 2 ქალის და ერთი ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს.
კიდევ ერთი, 3 წლის გოგონა კი ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს.
ამ დრომდე მაშველები ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.











