„ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული - ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს...“ - თეიმურაზ მღებრიშვილი

აფეთქება ფონიჭალაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 წლის თაიას დედა.

თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 3 ადამიანს.

„ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული... ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს. სამი ადამიანი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს ძებნა“, - განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

✕