„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
[„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების] მიზანი იყო არა აქციის მართვა, აქციის კანონიერი ჩარჩოებიდან გასვლის შემდეგ რეაგირება, აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის სასტიკი წესით დარბევა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
„სწორედ [2009 წლის] 15 ივნისის მოვლენები იყო პირდაპირი თავდასხმა აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, თან არა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებზე. მათი [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების] მიზანი იყო არა აქციის მართვა, აქციის კანონიერი ჩარჩოებიდან გასვლის შემდეგ რეაგირება, აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის სასტიკი წესით დარბევა. ეს მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში 2009 წლის 15 ივნისის, ასევე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტები განიხილება