რას ითხოვს მაგდა პაპიძე? - ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ისევ სასამართლოში გამოჩნდა
1743190958
მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია და ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მეტი მოკავშირე გვყავდეს, განსაკუთრებით, ევროპულ სივრცეში და ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ სერბეთი მხარს გვიჭერს, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა სერბეთში ჟურნალისტებთან.
„დღეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. სერბეთს აქვს განსაკუთრებული წარმატება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით და ვფიქრობ, რომ სერბეთის გამოცდილების გაზიარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია და ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მეტი მოკავშირე გვყავდეს, განსაკუთრებით, ევროპულ სივრცეში და ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ სერბეთი მხარს გვიჭერს, არის სტაბილური პარტნიორი, მეგობარი და ეს შეხვედრაც იმისკენ იქნება მიმართული, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სერბეთში, ქ. ბელგრადში იმყოფება.