სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც Changi Airport Group-ის მიერ თბილისის ახალი აეროპორტისადმი გამოჩენილ ინტერესს ეხმიანება.
მისი განცხადებით, მსგავსი კომპანიები პარტნიორებს შემთხვევით არ ირჩევენ, რადგანაც ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ წლების გათვლაზე, სტრატეგიულ მდებარეობაზე, ეკონომიკურ პერსპექტივასა და ქვეყნის განვითარების ხედვაზე დაყრდნობით.
„ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის. როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანია Changi Airport Group აცხადებს, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტით არის დაინტერესებული, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.Singapore Changi Airport 12-ჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად. მათ შექმნეს Jewel Changi Airport — უნიკალური კომპლექსი მსოფლიოში ყველაზე მაღალი დახურული ჩანჩქერით, რომელიც სინგაპურის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. მათი სახელი ხარისხთან, ინოვაციებთან და უმაღლეს სტანდარტებთან ასოცირდება.მსგავსი კომპანიები პარტნიორებს შემთხვევით არ ირჩევენ. ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ წლების გათვლაზე, სტრატეგიულ მდებარეობაზე, ეკონომიკურ პერსპექტივასა და ქვეყნის განვითარების ხედვაზე დაყრდნობით.სწორედ ამიტომ, Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს.როდესაც ასეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე კომპანია ინტერესდება საქართველოთი, ეს უკვე ჩვენი ქვეყნის მზარდი საერთაშორისო მნიშვნელობისა და ნდობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარია.
სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1784748297