1692302192
ირაკლი კობახიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან აქციის ფონზე მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების შეხვედრა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან აქციისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება, სადაც ჟურნალისტების ნაწილი მივიდა, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სტადიონთან მივიდნენ, რადგან ირაკლი კობახიძეს უფრო ახლოდან გააგონონ ხმა და უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლება მოსთხოვონ.