1761143605
ირაკლი კობახიძემ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელებს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეების პატივსაცემად საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, EMAAR-ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.