1756880280
ირაკლი კობახიძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
„რაც შეეხება ენჯეოებს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ეს აღიარა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამაც, USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულები კონკრეტული ორგანიზაციები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში. დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, - განაცხადა პრემიერმა.