„სიტყვებით არ აიხსნება ეს ემოცია, რასაც ახლა ვგრძნობ...“ - რას წერს ავთო აბესლამიძე

ავთო აბესლამიძე

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ავთანდილ აბესლამიძე საქართველოს სახელით ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს.

პროექტში მონაწილეობას 12 ქვეყანა იღებს.

მუსიკალური პროექტის პირველი ტური კი, 20 სექტემბერს შედგა, სადაც ავთომ უმაღლესი შეფასება და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„არ ვიცი რა ვთქვა, არის მომენტები, როცა უბრალოდ ბედნიერი ხარ იმით, რაც გააკეთე... სიტყვებით არ აიხსნება ეს ემოცია, რასაც ახლა ვგრძნობ. მადლობა უფალს, ჩემს ოჯახს, ჩემს ყველა მეგობარს, ახლობელს, გულშემატკივარს, ყველა ქართველს, ყველა კეთილის მსურველს, ყველა იმ კოლეგას, რომლებიც ამ ემოციებს ჩემთან ერთად იზიარებენ - მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა.  

ძალიან ბევრი რამ მინდა ვთქვა, იმაზე, თუ რა გავიარე თვე-ნახევრის განმავლობაში... მინდა გითხრათ, რომ მაქვს სურვილი საქართველო წარვადგინო ევროვიზიაზე, წლების განმავლობაში, საკმაოდ ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული, შესაბამისად, ამ პროექტისთვისაც მზად ვარ...“, - ამბობს ავთო.