„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ტექნიკურ მისიას დახვდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც ტექნიკური ჯგუფი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ იქნება ინტერესი, აპარატების წარმომადგენლები შეხვდებიან ტექნიკურ მისიას.
„ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი. თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ რა არის მათი ინტერესი და ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, გავცემთ ყველა კითხვას პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.