იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, რაღაც ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი.
„სინამდვილეში, საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს, მათ შორის, ისიც, რომ ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 82%. ჩვენ მივიღეთ 1 100 000-ზე მეტი ხმა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის მცდელობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.