ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის ეტიკეტების, ძველი ქართული ღვინისა და მეღვინეობის წიგნების გამოფენები დაათვალიერა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები. მთავრობა მომავალშიც აუცილებლად შეუწყობს ხელს ასეთი ფესტივალების, ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ხელს უწყობს ამ კონკრეტული რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალისებს ეკონომიკურ აქტივობებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გურჯაანის ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ახტალის პარკში უკვე მეცხრედ გაიმართა. ფესტივალზე წელს 500-ზე მეტი მეღვინე და მეწარმე იყო წარმოდგენილი.