ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამას 7, ან 9 ოქტომბერს წარადგენს. კოვიდი მქონდა და უკვე კარგად ვარ

თავმჯდომარე

„ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამას 7, ან 9 ოქტომბერს წარადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

„პროგრამას 7, ან 9 ოქტომბერს წარვადგენთ, თარიღი დაზუსტდება. კოვიდი მქონდა და ამიტომ გადაიდო. გავიტესტე და უკვე კარგად ვარ“, - აღნიშნა კობახიძემ.

30 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.