ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
პროვოკაციები არასდროს არის გამორიცხული, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც არსებობს თეორიული, თუ პრაქტიკული რისკები, სახელმწიფო ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ გააფრთხილოს საზოგადოება.
„ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული განცხადებების გაკეთებაც, როდესაც არსებობს თეორიული, თუ პრაქტიკული რისკები, ჩვენ ამის თაობაზე წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ ხოლმე საზოგადოება და ამას ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებაც,“- განაცხადა პრემიერმა.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530