ირაკლი კობახიძე: პეტერ მადიარის ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია, ევროკავშირში უკრაინის მიღებამ შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების განულება

ირაკლი კობახიძე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, 15 ან თუნდაც, 20 წელი დასჭირდეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეჭვი ეფუძნება კონკრეტულ ლოგიკას, რომელსაც აქვს პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური საფუძველიც.

„უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, ეს არის მაგალითად, ტექნიკური ფინანსური მიზეზი. არის ბევრი სხვა მიზეზი, რაც მთავარია, არის პოლიტიკური მიზეზები, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, შესაძლოა, 15 ან 20 წელი დასჭირდეს.

✕