ირაკლი კობახიძე New York Times-ის სტატიაზე: ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია და ამ ფონზე არავის უკვირს ის, რომ თავის დროზე პრესტიჟულ გამოცემაშიც ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაბეჭდო

ირაკლი კობახიძე

ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია და ამ ფონზე არავის უკვირს ის, რომ თავის დროზე პრესტიჟულ გამოცემაშიც ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაბეჭდო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით New York Times-ის სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი პროცესები აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დასავლურ მედიაში.

„იმდენად ერთი ხელით იმართება, იმდენად ცენზურის ქვეშაა დასავლური მედია, რომ ნებისმიერი ტყუილის დაბეჭდვა შეიძლება მარტივად. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და ამის მიხედვით აკეთებს საკუთარ ანალიზს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.