არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
ჩვენ პატივს ვცემთ ეუთოს, მის ინსტიტუტებს, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ მცდელობაზე, რომ გაათეთრონ მოძალადეები და ის ძალადობრივი აქცია, რაც საქართველოში პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთო/ოდირის განცხადებასთან დაკავშირებით.
„ერთადერთი, რაც დღეს ეუთოს მხრიდან უნდა გვესმოდეს ეს არის დაგმობა სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობის გზით დამხობის. ყველაფერი დანარჩენი არის ამ პროცესების შეფუთვა და უბრალოდ მცდელობა, რომ ამავე დროს რაღაც პასუხისმგებლობა მთავრობასაც გადააბრალონ, თუმცა ერთადერთი, მთავარი მოქმედი „პირი“ ამ პროცესის იყო ის მოძალადე ჯგუფი, რომელიც ცდილობდა პრეზიდენტის სასახლის ძალით აღებას და რევოლუციური პროცესების მოწყობას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის შემდეგ, ეუთო/ ოდირმა განცხადება გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ერთი მხრივ ძალადობრივ აქციაზე წერს, მეორე მხრივ კი ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.