არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
დღეს, ღაზის სექტორში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანამდე მედიატორებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის მიზანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა. შუამავლის როლს ეგვიპტელი და კატარელი მედიატორები ასრულებენ. ისინი ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებს ცალ-ცალკე ხვდებიან.