არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ჯო უილსონის წერილი ეუთოსადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჯო უილსონის თანაავტორობით გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები შეიცვლება და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, სწორედ, აშშ-სა და ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი მსგავსი საბჭოური დამოკიდებულებების შეცვლა.
„ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რომ შეხედო ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით ცეკას მდივანს. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც განასახიერებს ჯო უილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თვითონ აშშ-სა და ევროპისთვის, რომ ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად, დამკვიდრდეს ჯანსაღი დამოკიდებულებები“, - აღნიშნა პრემიერმა.