პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1759603217
ჩვენ გავაფრთხილეთ ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს. ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს. აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული ადამიანი, რომელიც ათონელის ქუჩაზე ჩართული ძალადობრივ აქტში, პასუხისგებაში მიეცემა.
„როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ იმედი, რომ იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. როდესაც დაინახეს, რომ უკვე 20:00 საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული, გადაწყვიტეს, ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა და ამისთვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს. ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს. ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს. რა თქმა უნდა, აღიკვეთება ნებისმიერი ძალადობის მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც.
ჩვენ რაც ვიხილეთ, მაგალითად, ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისიხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში. ეს იყო ძალიან ცხადი და ღია დანაშაული. ყველა მიმართულებით გვაქვს მკაცრი გაფრთხილება – ერთი, რომ ქუჩაში მიიღებენ პასუხს ნებისმიერ ძალადობაზე და ამის შემდეგაც, რა თქმა უნდა, კანონი იქნება მკაცრი მათ მიმართ. ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად, აქეთკენ წაიყვანეს პროცესები. დანარჩენი, დაელოდონ პასუხს. პასუხი იქნება მკაცრი. რაც შეეხება სიურპრიზს, მათი სიურპრიზი შეიძლება ეს იყო, რომ შეუტიეს პრეზიდენტის სასახლეს ათონელზე. ელოდნენ, რომ იქ არ იქნებოდა სპეცრაზმი, თუმცა მიიღეს სიურპრიზზე ცოტა უფრო დიდი სიურპრიზი და უცბად გამოვიდა სპეცრაზმი იმ შენობიდანაც. ყველა ასეთ პატარა სიურპრიზზე მიიღებენ უფრო დიდ სიურპრიზს და მთავარი სიურპრიზი იქნება ის, რომ მთლიანად განეიტრალდება ეს პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა და მათ აღარ მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობის საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.