ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი

კობახიძე

ალბათ შარშანდლის მსგავსი იქნება ახალი ანგარიში, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომაში, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაუსვა ხაზი ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლო დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები ურთიერთობის საწყის დონეზე დასაბრუნებლად.

„ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი. ეს დიალოგი, ჩვენი წარმოდგენით, უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონზე, რადგან საბოლოო ჯამში პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე დაიწყოს ეს დიალოგი. მეორე, რაც ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, ეს დიალოგი და დისკუსია უნდა იყოს ღია და საჯარო, მათ შორის ქართველი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი შეთავაზება. მე მგონი, ეს არის აბსოლუტურად იდეალური შეთავაზება. დიალოგის გარეშე ვერცერთი საკითხი ვერ გადაწყდება. რატომ არ შეიძლება ჩვენს ამ შეთავაზებას დაუპირისპირდეს დადებითი პასუხი, არ ვიცით. თუ არსებობს ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები იოლად უნდა დაეთანხმონ ჩვენს შეთავაზებას, იმიტომ, რომ დიალოგს არავითარი მინუსი არ შეიძლება ჰქონდეს“, - მიიჩნევს პრემიერი.

✕