წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
დღეს, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, პატივს მივაგებთ მილიონობით ებრაელი მსხვერპლის ხსოვნას, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მიერ იქნენ მოკლულნი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით დისკრიმინაციას დაუშვებელს უწოდებს.
“დაუშვებელია დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდეს,”-წერს პრემიერი.