ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მივიღოთ არა მხოლოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემებით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მივიღოთ არა მხოლოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემებით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შექმნილია ვებგვერდი, სადაც არჩევნების შედეგები განთავსდება და საზოგადოება ნახავს ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით.

„მონაცემები განახლდება და ჩაშლილი იქნება თითოეული ოლქის მიხედვით. 08:00საათიდან ამ ვებგვერდზე მოცემული იქნება ასევე ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები. სადაც წყდება, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა. მათ შორის, შევძლებთ ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას, თუ პროცესები წავა იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება.

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მივიღოთ არა მხოლოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემებით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“, - აღნიშნა კობახიძემ.