ირაკლი კობახიძე ბასკეთში მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

ირაკლი კობახიძე

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბასკეთში, მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. განიხილავენ საქართველო ევროპულ მისწრაფებებს, ორმხრივ ურთიერთობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. დღესვე ირაკლი კობახიძეს ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი პარტიის თავმჯდომარე უმასპინძლებს. ესპანეთი წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

„გვექნება შეხვედრები ბასკეთის მთავრობის ხელმძღვანელობასთან, ასევე აქაური მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან, რომლებზეც გვექნება საუბარი სწორედ ამ მიმართულებებით, იგივე სფეროებში - კულტურა, განათლება, სპორტი, ეკონომიკა, ა.შ. - თანამშრომლობის გაღრმავებაზე და დარწმუნებულები ვართ , რომ ხელშესახები შედეგები გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულად ბასკეთის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, მით უმეტეს, რომ ესპანეთი ძალიან მალე ხდება თავმჯდომარე ქვეყანა ევროკავშირში და, შესაბამისად, ესპანეთის როლი იქნება განსაკუთრებული. ბასკეთს ჰყავს თავისი წარმომადგენლები ევროპარლამენტში, სხვადასხვა სტრუქტურაში და, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის მხარდაჭერის მიღება, იმისთვის რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა.