ირაკლი კობახიძე: აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არეულობის გეგმის რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში, მანამდე დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოავლინა სუს-მა, ახლა - იარაღის მარაგი

ირაკლი კობახიძე

მანამდე იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოავლინა სუს-მა, ახლა არის იარაღის მარაგი, აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არეულობის გეგმის რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და ყველაფერი საბოლოოდ დადგინდეს.

„დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს რომ ჰქონდათ მძიმე გეგმები, ეს უკვე აშკარად იკვეთება გამოძიების მიმდინარეობისას. თუმცა მთავარია, გამოძიებამ ყველაფერი საბოლოოდ დაადგინოს სრული სიცხადით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.