არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმების ახალ სერიაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. გავრცელდა ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტარების განცხადებები, სადაც ისმის მოწოდებები საქართველოს მთავრობის მიმართ, პატივი სცეს თავისუფალი შეკრებისა და ადამიანის უფლებებს. მათივე განცხადებით, უნდა შეწყდეს დემონსტრანტების დაპატიმრება და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები.
"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ, დამხობის მცდელობისა და ძალადობრივი მოქმედებების დაგმობის ნაცვლად, ბრალდებები კვლავ საქართველოს მთავრობის მისამართით ისმის.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროპულ ინსტიტუტებს მეტი კეთილგონიერება მართებთ.
"ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და, ამ ფარისევლობით გაჯერებული განცხადებების მაგივრად, ობიექტურად შეხედონ ვითარებას, განა იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას სჭირდება აღიარება ან რამე ამდაგვარი, არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათი ფარისევლობა და არაობიექტურობა ქვეყანაში ხელს უწყობს ექსტრემიზმს და აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიის მცნებას," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.