არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
ენტეროვირუსული ინფექციები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ დაავადებებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც დიდ დროს ატარებენ დახურულ სივრცეებში, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებში, ასევე გასართობ ცენტრებში, ეზოებში, სკვერებში - სადაც ენტეროვირუსული ინფექციების გავრცელების რისკი ყოველთვის მაღალია.
ენტეროვირუსი ფართოდ ვრცელდება დაბალი ჰიგიენის, ახლო კონტაქტებისა და დაბინძურებული წყლის/საკვების ფონზე. სწორედ ამიტომ, ვირუსის კონტროლის მთავარი ღონისძიებები მოიცავს ხელების ხშირ დაბანას, პირადი ნივთების არგაზიარებას, ზედაპირების გაწმენდას, სუფთა წყლის და საკვების გამოყენებას. ხშირად სეზონურობა ახასიათებს - ზაფხულში ზღვა, აუზი, გასართობი სივრცეები, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მატულობს სასწავლო პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, რადგან ამ პერიოდში ბავშვები აქტიურად ერთიანდებიან კოლექტივებში, იზრდება კონტაქტი ერთობლივ სათამაშოებსა და ნივთებთან, საკვებთან, წყალთან და ა.შ.
კლინიკური სიმპტომები მრავალფეროვანია და მოიცავს მაღალი ცხელების გამოვლენას, ღებინებას, დიარეას, მუცლის ტკივილს, ზოგჯერ ყელის ან სურდოს ნიშნებს. სიმპტომების სიმძიმე და გაგრძელება ნაწილობრივ დამოკიდებულია იმუნური სისტემის მდგომარეობაზე, ნაწლავური მიკროფლორის ბალანსზე, ჰიგიენასა და ჰიდრატაციაზე. ბავშვები და აბიტურიენტები, რომლებსაც აქვთ ნაწლავური მიკროფლორის დისბალანსი, უფრო მოწყვლადები არიან ვირუსების მიმართ, ხოლო დაბალი ჰიგიენა, არასაკმარისი სითხის მიღება და გახშირებული კონტაქტი თანატოლებთან ზრდის ინფექციის გავრცელების ალბათობას.
სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ ნაწლავური მიკროფლორის სტაბილურობა მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის სიმძიმეს, ხელს უწყობს იმუნურ პასუხს, და აღადგენს საჭმლის მონელების პროცესს (Pediatrics, 2021). სწორედ ამიტომ, ენტეროვირუსების სეზონზე რეკომენდებულია ორგანიზმის ბუნებრივი მხარდაჭერა: პრობიოტიკები და ელექტროლიტები.
პრობიოტიკები, როგორიცაა პროლაიფ პედიატრიული ბავშვებისთვის და პროლაიფ ფორტე მოზრდილებისთვის, ხელს უწყობენ ნაწლავური მიკროფლორის სტაბილურობას, ზრდიან ლაქტობაკტერიების რაოდენობას და აფერხებენ მავნე ბაქტერიების გამრავლებას. ეს უწყობს ხელს ინფექციის სიმპტომების შემსუბუქებას, აღადგენს საჭმლის მონელების პროცესს და აძლიერებს იმუნიტეტს. ელექტროლიტები, მაგალითად სმარტ ელექტროლიტი, უზრუნველყოფენ მინერალების და სითიხს ბალანსს, აღადგენენ ენერგიას და ხელს უწყობენ სწრაფ აღდგენას დიარეისა ან ღებინების დროს.
1. ჰიგიენა და კონტაქტის მართვა
ენტეროვირუსების გადაცემა ხდება ძირითადად ფეკალური-ორგანული გზით (რაც ხშირია აბაზანიდან ხელების დაბანის გარეშე გამოსვლისას) ასევე ხელით შეხებისას, ამიტომ რეგულარული ხელების დაბანა აუცილებელია, განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და აბაზანის გამოყენების შემდეგ. ბავშვებს ასწავლეთ პირადი ნივთების გამოყენება, არ გაიზიარონ სხვებთან პირადი ჭიქები, ჭურჭელი, სათამაშოები. სახლში, სკოლასა და ბაღებში ზედაპირები რეგულარულად უნდა გაწმინდოთ დეზინფექციური საშუალებებით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი.
2. ჰიდრატაცია
დიარეა და ღებინება, ენტეროვირუსული ინფექციის ხშირი სიმპტომები, ორგანიზმიდან სითხის სწრაფ დაკარგვას იწვევენ. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული სითხის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰიდრატაციას, მარილების ბალანსს და ენერგიის შენარჩუნებას. ამისთვის იდეალურია სმარტ ელექტროლიტი, რომელიც აღადგენს საჭირო მინერალების ბალანსს და ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ აღდგენას, განსაკუთრებით ბავშვებში.
3. პრობიოტიკების რეგულარული მიღება
ნაწლავური მიკროფლორის სტაბილურობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ინფექციის პროფილაქტიკაში, ისე სიმპტომების შემსუბუქებაში. რეგულარული პრობლიოტიკების მიღება, მაგალითად პროლაიფ პედიატრიული ბავშვებისთვის ან პროლაიფ ფორტე მოზრდილებისთვის, ხელს უწყობს იმუნიტეტს, აღადგენს ნაწლავურ ბალანსს, აფერხებს მავნე ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებს ინფექციის სიმძიმეს. კვლევებით დადასტურებულია, რომ პრობიოტიკების გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზმის რეაქციას ვირუსულ ინფექციებზე (Journal of Pediatric Gastroenterology and Nutrition, 2020).
4. სწორი კვება და დასვენება
სწორი კვება და ნორმალური ძილის რეჟიმი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ენტეროვირუსის პერიოდში მნიშვნელოვანია მსუბუქი, ადვილად მონელებადი საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, ორთქლზე მომზადებული კერძები და თხილეული. რეგულარული ძილი, დღის რეჟიმის დაცვა და სტრესის შემცირება ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას და აუმჯობესებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
5. მიკროფლორის ბუნებრივი მხარდაჭერა
მიკროფლორის სტაბილურობა და მრავალფეროვნება აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას. რეგულარული პრობიოტიკების გამოყენება ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის შენარჩუნებას, აფერხებს მავნე ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებს ინფექციის სიმძიმეს. განსაკუთრებით ეფექტურია ეს ენტეროვირუსის სეზონზე, როდესაც ვირუსის გავრცელება მაქსიმალურია. სწორედ ამიტომ, პროლაიფები და სხვა მაღალი ხარისხის პრობიოტიკები უნდა ჩართონ ყოველდღიურ დაცვით ღონისძიებებში.
ეს მიდგომა, რომელიც აერთიანებს ჰიგიენას, ჰიდრატაციას, პრობიოტიკებსა და ელექტროლიტებს, ქმნის ძლიერ დაცვით ბარიერს, იცავს ბავშვებსა და მოზრდილებს ინფექციის სიმპტომებისგან, ამცირებს გავრცელების რისკს და ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღება-აღდგენას.