1747165804
ირაკლი კირცხალია: თუ ვინმე განულებულია და პულსი არ ესინჯება ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ასე, რომ თუ გადაწყვეტენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიშით, მეათედ დამარცხდებიან

ეტყვიან მიიღე მონაწილეობა - მიიღებენ [თვითმმართველობის არჩევნებში], ეტყვიან არ მიიღო - არ მიიღებენ. ისინი ხომ თავის თავს არ ეკუთვნიან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ პულსი აღარ ესინჯება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი ყველა მუნიციპალიტეტში დამარცხდებიან.
„რაც შეეხება „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, საზოგადოების უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ არანაირი გახარია, არანაირი გვარამია, არანაირი სხვა პოლიტიკური დაჯგუფებები არ არსებობს და პარტიები „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დესტრუქციულ, აგენტურულ ფლანგზე ეს ერთი პარტიაა. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ განვმეორდები ჩვენი საზოგადოებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად ხვდება მიმდინარე მოვლენებს და ყველას სახეს რეალურად რას წარმოადგენენ ეს ადამიანები. ისინი ვერ იღებენ თავიანთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. მათი პატრონები ახდენენ ერთგვარ დივერსიფიცირებას ამ აგენტურული ქსელის. თითოეული ბატალია, რომელსაც ვხედავთ, იმ უნიჭო სერიალებს, რასაც ახლა აყურებინებენ ჩვენს საზოგადოებას, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ მერამდენეჯერ უკვე ამ უნიჭო სცენარებით. ეს ერთი დიდი სცენარია. იქ ვიღაც ვიღაცას დაუპირისპირდება, იქ ვიღაცა ბანერს გააპროტესტებს, იქ რაღაცას ჩამოუხევენ ერთმანეთს, იქ ერთმანეთს შეუვარდებიან სოც. ქსელში. ამ დროს, როდესაც სამი ფლანგი ამ ბატალიით არის დაკავებული, ერთი ფლანგი ამ დროს ამოიწევა, რომ ის თურმე ბოიკოტს არ უცხადებს და იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვიღაცას მანდატს დაატოვებინებენ და კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას მიაყენებინებენ იმ ამომრჩევლისთვის, ვინც კიდევ ერთხელ მისცა ხმა.
გახარიასაც უახლოვდება შემოსვლა პარლამენტში. რა დავალებასაც მიღებენ, ზუსტად ისე იმოქმედებენ. შემოვლენ, არ შემოვლენ, ისინი თავის თავზე დამოკიდებულები არ არიან. იგივეა თვითმმართველობის არჩევნებზეც. ეტყვიან მიიღონ მონაწილეობა - მიიღებენ. ეტყვიან, არ მიიღონ - არ მიიღებენ. ისინი ხომ თავის თავს არ ეკუთვნიან.
თუ ვინმე განულებულია და პულსი არ ესინჯება ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაჯგუფება. ასე რომ თუ გადაწყვეტენ, რამდენიმე თვე დარჩა თვითმმართველობის არჩევნებამდე, 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიშით, მეათედ დამარცხდებიან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.