1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.
მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.
„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.