„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
პარტიის თავმჯდომარე იქნება ის ადამიანი, ვინც მისაღები იქნება ყველასთვის და რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე.
„ყველა ერთად გავიგებთ, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. პარტია გაატარებს იმ ხაზს და პოლიტიკას, რაც პირდაპირ კონვერტირდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს ხაზი გაგრძელდება და თან იმავე ძალიხსმევითა და შემართებით. ჩვენი პარტიისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და უსაფრთხოებაა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს ხვალ, 7 მაისს აირჩევს. ამასთან, როგორც ცნობილია, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, რომელიც ასევე 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება.