ირაკლი კირცხალია ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, ქმედება, გეგმა, სცენარი, რომელიც ჩამოდის და ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ მეტყველებს ერთზე, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში

ირაკლი კირცხალია

თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, ქმედება, გეგმა, სცენარი, რომელიც ჩამოდის და ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ მეტყველებს ერთზე, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც 4 ოქტომბრისთვის „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ დააანონსა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები რადიკალების სახეს კარგად წარმოაჩენს.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერების წამოჭრა, ეს ხომ მათი მორალური სახეა და ეს ხომ არის ის, რასაც ემსახურებიან მთელი თავისი არსით. თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, თითოეული მათი ქმედება, თითოეული მათი გეგმა, თითოეული მათი სცენარი, რომელიც ჩამოდის და ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ მეტყველებს ერთზე, რომ ისინი არ ეკუთვნიან თავიანთ თავს. ისინი არიან მხოლოდ ეთნიკურად ქართველები. მთელი თავიანთი დღე და მოსწრება პოლიტიკურ ასპარეზზე ისინი არ ემსახურებოდნენ ქვეყანას. ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.