საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
სომხეთში კონცერტისთვის მზადებისას, მსოფლიო ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესი ადგილობრივ რესტორანს ესტუმრა და ეროვნული კერძები დააგემოვნა.
მომღერალი რესტორანში Cascade Royal თავისი გუნდის წევრებთან ერთად მივიდა. მან შეუკვეთა ციტრუსის ლიმონათი, დაწურული მაცუნი, ევროპული ყველების ასორტი, ბრუსკეტა ორაგულით, ზეთის ხილი და ლავაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველაზე მეტად მომღერალს მოეწონა ტოლმა, მწვადი და ბადრიჯნის კერძი.
იგივე რესტორანში ლოპესის გუნდის მენიუ სომეხმა ბლოგერმა კამო თოვმასიანმა შეუკვეთა, რაც 37 ათასი დოლარი დაუჯდა.
ჯენიფერ ლოპესი სომხეთში თავისი ტურის UP ALL NIGHT ფარგლებში იმყოფებოდა. მისი ჩასვლა ქვეყნის ბიუჯეტს 7 მილიონი დოლარი დაუჯდა, თუმცა ერევნის მერიაში განაცხადეს, რომ ხარჯი გამართლებული იყო, რადგან ქვეყანაში ჩასულმა ტურისტებმა ერევანში ჯამურად ამაზე მეტი დახარჯეს.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1754319755
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603