ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
ჩვენს მეგობრებს ყველა კითხვაზე, ყველა საკითხზე, რითაც იყვნენ დაინტერესებულნი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდეთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრის შესახებ.
„ნებისმიერი ობიექტურად დაინტერესებული პირი, ეს იქნებიან დამკვირვებლები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც ვიზიტით ესტუმრება ჩვენს ქვეყანას, ობიექტურად, სამართლიანად, ფაქტებზე დაყრდნობით შეისწავლის მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკურ ვითარებას, ანგარიშში თუ პოლიტიკურ განცხადებებში ობიექტურად და სამართლიანად ასახვა იქნება, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით. კითხვები და თემები შეეხებოდა დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, არჩევნებს, აქციების თემას, ოპოზიციის ქმედებებს, რომლებსაც ვხედავთ დღეს და რომლებსაც ვხედავდით 2020 წელს რეალურად. ჩვენს მეგობრებს ყველა კითხვაზე, ყველა საკითხზე, რითაც იყვნენ დაინტერესებულნი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებიან. დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 15 იანვარს შეხვდნენ.
დელეგაცია დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.