ირაკლი კირცხალია: ეს თემა არის ღიმილის მომგვრელი, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ახსენდებათ სადღაც ბანგ-კოკში, რომ თურმე USAID-ს ჰყავს საპენსიო ბენეფიციარები და აქ რაღაც ასი ათასობით ლარი უნდა ჩაერიცხოთ

ირაკლი კირცხალია

აქ პირდაპირ იკვეთება სპეცსამსახურების ხელი და სურვილი, რომელიც არსად გამქრალა, იმ სცენარის შესრულების, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს აქ თანხა იმ კონკრეტულ დანაყოფებზე, რომელთაც დავალებული აქვთ, რომ უზრუნველყონ ქვეყანაში არეულობა და სახელმწიფო გადატრიალება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

„ეს თემა არის ღიმილის მომგვრელი, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ახსენდებათ სადღაც ბანგ-კოკში, რომ თურმე USAID-ს ჰყავს საპენსიო ბენეფიციარები და აქ რაღაც ასი ათასობით ლარი უნდა ჩაერიცხოთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.