წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1791827612
ძალიან რთულია, როდესაც ქართველებს ეტყვი, რომ თურმე იუსტიციის სახლში შეუძლია მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად, ან პირიქით, როდესაც ეუბნები, რომ ეს არის ევროპელობა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ თურმე პოლიციელის, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, რევოლუციური სცენარები გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატი კაია კალასის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მიღებული კანონები გააკრიტიკა.
„კრიტიკას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია, რომელსაც წლების განმავლობაში ვითხოვდით, სადაც ვერ შემოდიან. ძალიან რთულია, როდესაც ქართველებს ეტყვი, რომ თურმე გამჭვირვალობის კანონი არ უნდა მიიღო, რომ გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა, რომ ლგბტქ+ კამპანიის აკრძალვა არაევროპულია, რომ თურმე იუსტიციის სახლში შეუძლია მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად, ან პირიქით, როდესაც ეუბნები, რომ ეს არის ევროპელობა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ თურმე პოლიციელის, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, რევოლუციური სცენარები გამოხატვის თავისუფლებაა. ამიტომ ვისმენთ ერთის მხრივ ცალმხრივ, უტიფარ განცხადებებს, რაც ჩრდილს აყენებს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რაზედაც იდგა ევროპა“, - აღნიშნა კირცხალიამ.