"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ყველაზე მთავარი არის დუმილი იმ ძალადობაზე, რაც 4 ოქტომბერს დედაქალაქის ქუჩებში გადატრიალების და დამხობის მცდელობით ვიხილეთ. დუმილი ხმამაღალი სიტყვა და ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელსაც სამწუხაროდ, ბრიუსელის, ევროკავშირის ლიდერებისგან ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით არაფერი თქმულა.
ამასთან, რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება-არშეჩერების საკითხს, კირცხალიას თქმით, ეს მათ ხელში პირდაპირ შანტაჟის იარაღია.
„სამწუხაროდ, შანტაჟის ენას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ვხედავთ, არამედ ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული. იმედია, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. საქართველო და ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება და ეს კარგად იციან. არჩევნებზეც ნახეს, რომ ჩვენ შანტაჟს არ ვექვემდებარებით. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ჩავარდა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.