იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ბაჩო ახალაიას ნებისმიერ პროცესთან ასოცირება თავისთავად ეჭვებს ბადებს. ბაჩო ახალაია იყო ბუნებით მოძალადე და დღევანდელ პროცესებშიც მისი მონაწილეობა ძალიან დიდი ეჭვის საფუძველს მიმიჩენს რომ იქნებოდა ორგანიზების იმ ნაწილში რომ დამხობის სცენარი ბოლომდე განვითარებულიყო, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ხელაძემ, 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბაჩო ახალაიას დაკითხვასთან დაკავშირებით.
გიორგი ხელაძემ სამართლებრივი კონტექსტის გარდა, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
„მერამდენედ ვნახეთ მცდელობა იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლება ძალის გამოყენებით დაემხოთ. მათ შორის გარე აქტორების ჩართულობით, მათი მოწოდებებით, მათი განცხადებებით, მათი წახალისებით. ამ ადამიანებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რომელიმე ეტაპზე, რომ მოენდომებინათ წინა წარუმატებელი დამხობების და რევოლუციების შემდეგ აიღებდნენ ამას და კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდნენ დიალოგს და საუბარს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. საქმე, როდესაც ეხება „ნაციონალურ მოძრაობად“, უსინდისობას, უტიფრობას, უნამუსობას იქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მისი თქმით, როგორი კატეგორიის ადამიანებითაც არის დაკომპლექტებული ქართული ოპოზიციური სპექტრი, მსგავსი ადამიანებისგან შედგება ევრობიუროკრატების დიდი ნაწილი.
„თუ ვინმე დააკისრებს მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეს იქნება ქართველი ხალხი, რომელმაც არაერთხელ გამოუტანა უკვე პოლიტიკური განაჩენი, როგორც აქ მომუშავე აგენტებს, ისევე იმ აგენტებს, რომელიც ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს მზაკვრული მიზნების განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.