პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.