დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070
დღეს მიმდინარეობდა 4 ოქტომბრის საქმე. კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანების მიმართ არსებობს პროპაგანდისტულად შეთითხნილი ბრალი. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე თავის შვილიშვილებთან ერთად ნამდვილად არ იყო ძალადობისა და ქაოსისთვის მისული რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე დაკავებულები მხნედ არიან და მოტივაციას აძლევენ თანამებრძოლებს.
„სასიხარულოა, რომ მიუხედავად უკანონო ტყვეობისა, ისინი მხნედ გამოიყურებიან და მოტივაციას, ძალას გვაძლევენ თანამებრძოლებს. პირდაპირ ჰქონდათ გაცხადებული, რომ ეს იყო სახალხო კრება, რითაც უნდა მომხდარიყო კიდევ უფრო დელეგიტიმაცია. მოხდა დელეგიტიმაცია იმ ფარსის, რასაც იმ დღეს აპირებდა „ოცნება“, თითქოს რაღაც მუნიციპალური არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ქვეყანაში, საერთაშორისო პარტნიორებზე უნდა გაეყიდათ, რომ საარჩევნო პროცესი ისევ მიმდინარეობს ქვეყანაში. ფაქტობრივად, იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, ვიდრე საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დაინახეთ თუ არა ძალადობრივი ქმედებები აქციის მონაწილეების მხრიდან?, ფავლენიშვილმა უპასუხა:
„არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ადამიანები მომხდარ ინციდენტზე როდესაც საუბრობენ, ამბობენ რომ ეს იყო ძალადობრივი პროვოკაცია, ღობე იყო მორყეული. ირაკლი კობახიძე საუბრობდა სიურპიზზე, რომელიც დახვდებოდა დემონსტრანტებს. სწორედ ამ ძალადობრივ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რომელიც მოაწყვეს. მაგალითად, გაგახსენებთ, როგორც შემდეგ გაირკვა, ირაკლი კობახიძეს და სხვა ადამიანებს რა პრეტენზია ჰქონდათ გახარიას მიმართ. ხომ იძახდნენ, სპეცრაზმი პირდაპირ დაუყენეს გაღიზიანებულ ადამიანებსო, მსგავს შემთხვევებში აი, ამაში არის საქმე ხოლმე. ძალადობრივ პროვოკაციას როცა აქვს ადგილი, თვითონ იწვევენ ხოლმე დაპირისპირებას ასეთი მეთოდებით“.