ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია - გაფრთხილება მძღოლებს
1768492336
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ ამოქმედდებოდა „აჯანყების შესახებ კანონი“, რომელიც მას საშუალებას მისცემს სამხედრო ძალები განლაგოს მინესოტაში, შტატის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ფედერალური აგენტების განლაგებასთან დაკავშირებული დაძაბულობის გამწვავების ფონზე, რომელიც ყოველდღიური შეტაკებების ცენტრად იქცა.
„თუ კორუმპირებული მინესოტელი პოლიტიკოსები არ აღასრულებენ კანონს და არ შეაჩერებენ პროფესიონალ პროვოკატორებსა და არეულობის მონაწილეებს პატრიოტ ICE ოფიცრებზე თავდასხმისგან, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ თავიანთი საქმის კეთებას, ამოქმედდება „აჯანყების შესახებ კანონი“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სოციალურ მედიაში მუქარა მოჰყვა ოთხშაბათს, მინეაპოლისში აშშ-ის იმიგრაციის ოფიცრისმიერ ვენესუელელი მამაკაცის მკვლელობას, როდესაც ის ცდილობდა პოლიციისგან თავის დაღწევას, პირადობის შემოწმების დროს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა, რომელიც აკონტროლებს ტრამპის გამკაცრებულ იმიგრაციულ პოლიტიკას, განაცხადა, რომ ოთხშაბათს მომხდარი ინციდენტის დროს ორი მამაკაცი ცოცხითა და თოვლის ნიჩბით დაესხა თავს ფედერალურ ოფიცერს, როდესაც ის ვენესუელელ მამაკაცს ებრძოდა, რომელიც, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თქმით, არალეგალურად იმყოფებოდა აშშ-ში.აჯანყების შესახებ კანონი არის კანონი, რომელიც პრეზიდენტს აშშ-ის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განლაგების უფლებამოსილებას აძლევს.