ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია - გაფრთხილება მძღოლებს
1768492336
ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე საუბრისას.
გაბუნიას თქმით, იყო მცდელობა, ეს საკითხი წარმოეჩინათ ისე, რომ საქართველოსთან მიმართებით იყო მიღებული გადაწყვეტილება.
„აღნიშნული სპეკულაციები არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების დამძიმებას და შეცდომაში შეყვანას. 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს გადაწყვეტილება და ეს არის აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილი. მათ აქვთ საკუთარი მიდგომები და დამოკიდებულებები. ეს საკითხი არ ეხება ტურისტულ ვიზებს და უფრო საიმიგრაციო მიმართულებით არის მიღებული გადაწყვეტილება.
საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს ეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში დამატებით განცხადება, სადაც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალებზეა საუბარი“,- აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.