როგორი ამინდი იქნება ერთი კვირის განმავლობაში
1792434139
ჩვენ როდესაც ძალადობრივ აქციას კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში მომიტინგეებს უმკლავდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
ჭეიშვილის განცხადებით, ყველა ხედავს, როგორ უმკლავდება პარიზი აქციებს.
ალბათ, საფრანგეთში, 2 000 ადამიანია დაკავებული და რატომღაც ჩვენც რომ იგივე გაგვეთეკებინა, იმ ადამიანებს პოლიტპატიმრებად შერაცხავდნენ და შერაცხეს კიდეც, მათ შორის საფრანგეთმაც. ვხედავთ, როგორ უმკლავდება პარიზი აქციებს. გახსოვთ, როგორ არ მოსწონდათ, როგორ ვაკეთებდით იმავეს, ოღონდ უფრო რბილი ფორმებით საქართველოში. როდესაც დილემის წინაშე თავად დგებიან და გადაწყვეტილებები მიღება უწევთ, ეს ყველაფერი მათთვის მისაღებია. ეს არის ორმაგი სტანდარტი. შიდა პოლიტიკა როდესაც თავად არ გაქვს დალაგებული და ამ დროს სხვას ასწავლი, როგორ უნდა დაალაგო სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკა, ეს არის ზუსტად, რაც საფრანგეთს სჭირდება – „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“, ეს ვითარება აქვს ზუსტად დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.