იმისათვის, რომ გაამძაფრონ მოქალაქეთა ემოციები, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ჯგუფებში გასავრცელებლად შლიან ფეიკნიუსებს - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

როცა სიმართლე სხვაა, როცა არ გიხარია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, როცა არ გწყინს კადიდატის სტატუსის მიღების ვადის გადაწევა და მიზნებიც სხვაგვარი გაქვს, ასეთი ფეიკებით ცდილობ ფონს გასვლას... - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

„იმისათვის, რომ გაამძაფრონ მოქალაქეთა ემოციები, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ჯგუფებში გასავრცელებლად შლიან ფეიკნიუსებს, რომლითაც ამტკიცებენ, თითქოს კანდიდატის სტატუსი ფინანსურ სიკეთეებთან არის დაკავშირებული, რაც სრული სიცრუეა.

ასეთ პოსტებს ავრცელებენ მათი წევრები და შესაძლოა ადამიანებიც, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ.

როცა სიმართლე სხვაა, როცა არ გიხარია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, როცა არ გწყინს კადიდატის სტატუსის მიღების ვადის გადაწევა და მიზნებიც სხვაგვარი გაქვს, ასეთი ფეიკებით ცდილობ ფონს გასვლას... ტყუილია პირველი ანტიევროპულობა!“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სხვა სიახლეები