პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა ურთიერთობებში წარსულში ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან სათანადო თანამშრომლობა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა ურთიერთობებში წარსულში ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება. მზად ვართ, ასეთი თანამშრომლობისთვის და ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სანქციების გვერდია ავლას, არც ერთი ფაქტი არ არსებობს ამ ნაწილში. რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრიბის მიერ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, ასევე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგრნლები საქართველოში პირდაპირ გვაბრალებდნენ საპირისპირო ქმედებებს. ფაქტებით დადასტურდა, რომ არც ერთი ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მოქმედებს სრული პასუხისმგებლობით სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ასე მოქმედება გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გუშინ ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩობის კანდიდატად რობინ დანიგანი თებერვალში წარადგინა.