ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით ემუქრება
1744043931
იმედგაცრუება ჩვენთვის უნდა ეკითხათ, როცა ამერიკული კომპანია ვერ ვნახეთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ექნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ცოტა უცნაურია - არც შენთვის გინდოდეს და არც სხვისთვის, ეს დაახლოებით ასეა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩატარდა ღია ტენდერი სადაც მონაწილეობის მოღება ყველას შეეძლო. მისი თქმით, სამწუხაროდ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი არ გამოუჩენიათ.
,,არავის დაუშლია არც ამერიკული და არც სხვა კომპანიისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო. შარშან, ღია საერთაშორისო ტენდერი ჩატარდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. ვინც მონაწილეობა მიიღო, მისი არჩევა მოხდა. ამიტომ, თუ რაიმე სინამდვილე აქვთ საკუთარ მონაწილეობაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ვგულისხმობ, ის არის გენერალური პარტიის წარმომადგენელი, მისი ადმინისტრაცია, წინა ადმინისტრაცია დაკავებული რომ არ ყოფილიყო ფულის ხარჯვით საქართველოში, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ფული და ენერგია წარემართა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ასეთი პროექტებისკენ, ვინ იცის, იქნებ, დღეს ამერიკული კომპანიები ყოფილიყვნენ დაინტერესებულები. ზუსტად ამას ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, ამერიკის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორობას შინაარსი არ ჰქონდა მიცემული. წლებია ვცდილობდით, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყოფილიყო, ასევე ყოფილიყო უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები, რაც ეკონომიკურ ურთიერთობებს წაახალისებდა. გარდა ამისა, არაერთხელ საუბარი იყო პირდაპირ, რომ ჩვენ დიდი ეკონომიკა არ ვართ და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ძალიან ადვილად შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობების, ამერიკული ინვესტიციების წახალისება საქართველოში. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯების ნაცვლად, წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო ჯანჯღარით და რევოლუციების დაფინანსებით, რაღაც უაზრო იდეოლოგიების და ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებით. სენატორ შაჰინის პარტიამ, წინა ადმინისტრაციამ ამისთვის დახარჯა ამერიკელი ხალხის ფულიც, ენერგიაც. საბოლოო ჯამში, ახლა რაღაც საყვედურ ნარევი სიტყვები გვესმის იმ გაფუჭებული საქმის გამო, რაც შაჰინის და წინა ადმინისტრაციის დამსახურებაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.