ცნობილია, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1735041597
მე მინდა ღირსეული ევროპა. ჩემთვის ევროპა არიოს გოეთე,. მოცარტი და ა.შ. მე დღეს რასაც ვუყურებ თვითონაც პრობლემა აქვს ევროპას, ჩვენ და ევროპას ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს, - განაცხადა მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მე პირადად იმ ქვეყნების კრებულის ევროპა მინდა, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს გაატარებს, ღირსეული ხელისუფლებები მოვა და ღირსეულად შეცვლიან იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჭკუას გვარიგებენ. ასეთი ჭკუის დარიგება მე, საბჭოთა კავშირის დროს მახსოვს“, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველაფერს გადაწყვეტს.
„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არის მართლა „ენა, მამული, სარწმუნოების“ საკითხი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. ვერავინ გადაუხვევს კანონიერად იმ გზას, რასაც ეს არჩევნები გვაჩვენებს“, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.