იმ ადამიანს, რომელიც სულ რამდენიმე საათში მხოლოდ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილად დარჩება, ალბათ უნდა მოვუწოდოთ, რომ ერთხელ მაინც ამ ექვსი წლის განმავლობაში წაიკითხოს კონსტიტუცია - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

იმ ადამიანს, რომელიც სულ რამდენიმე საათში მხოლოდ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილად დარჩება, ალბათ უნდა მოვუწოდოთ, რომ ახლა მაინც გადაავლოს თვალი კონსტიტუციას და შემდეგ თავის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ აღმოაჩინოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

„იმ ადამიანს, რომელიც სულ რამდენიმე საათში მხოლოდ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილად დარჩება, ალბათ უნდა მოვუწოდოთ, რომ ერთხელ მაინც ამ ექვსი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ იწოდებოდა საქართველოს პრეზიდენტად და რომ არ წაუკითხავს არც კონსტიტუცია და არც საქართველოს კანონმდებლობა რომ არ იცის, ახლა მაინც გადაავლოს თვალი და ემანდ მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდულგენცია არავისთვის არ არის თანამდებობაზე ყოფნა ან ყოფილი თანამდებობის პირად ყოფნა, შესაბამისად, მის ქმედებებში არ უნდა იყოს არავითარი კანონსაწინააღმდეგო, რადგან კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია. ზუსტად ეს არის ის რომაული პრინციპი, რომელზეც დგას მთელი დასავლური ცივილიზაცია“, - განაცხადა გორდულაძემ.